ჩვენ შესახებ

  • მთავარი

შპს "წყლის და გაზის ტექნოლოგიები"

შპს “წყლის და გაზის ტექნოლოგიები” საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენი კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს წყლისა და გაზის სისტემების, ინსფრასტრუქტურისა და გზის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ტექნოლოგიას. ჩვენი ინჟინრების დახმარებით, კავკასიის რეგიონს აქვს წვდომა ბოლო თაობის ტექნოლოგიებთან. ვამაყობთ, რომ არ ვართ ცნობილი როგორც ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ყიდის მხოლოდ მასალებს, არამედ განვსხვავდებით დანარჩენებისაგან ჩვენი პრაქტიკით აღმოვაჩინოთ და გადავჭრათ ნებისმიერი პრობლემა, უზრუნველვყოთ მასალა და საჭიროების შემთხვევაში დავაპროექტოთ. ამასთანავე კომპანია ქ.თბილისში აწარმოებს პოლიეთილენის მილებს, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. სარწყავი სისტემის პროექტები ჩვენთან იგეგმება სეზონის ყველაზე ცხელ პერიოდში, კონკრეტული მცენარის წყლის მოთხოვნის გათვალისწინებით, კონკრეტული რეგიონისა და მიწის სტრუქტურის მიხედვით, ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად. ჩვენ მიერ შესრულებული ყოველი პროექტი მორგებულია ფერმერის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, მეტი კომფორტისათვის. მასალების მიწოდება და პროექტის შესრულება ხდება უმოკლეს ვადებში, რაც ჩვენი ფართო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმით მიიღწევა.

პარტნიორები:

მოითხოვე პროექტი